"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები პოლიციას მადლობას უხდიან - რადიკალური ჯგუფები კვლავ ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად იმყოფება.
ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო. რადიკალური ჯგუფები ტერიტორიის ბლოკირებას აპირებენ. რაც შეეხება "თბილის პრაიდის" წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ რადიკალურ ჯგუფებს პროტესტის უფლება კანონის ფარგლებში ყველას აქვს.
"კონტრაქცია შეუძლიათ, ამ ადამიანებს რომ გამართონ, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო მშვიდობიანი იყოს, მაგრამ ამ ვითარებაშიც პოლიცია, იმედია, გააგრძელებს თავის ფუნქციას,"- აღნიშნავს ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება ”თბილისის პრაიდის” წევრი გიორგი თაბაგარი.
"ჯერჯერობით, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ნამდვილად არ მეთქმის პრეტენზია, მადლობას ვუხდი პოლიციას, რომ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ღონისძიების დასრულების შემდეგაც შემეძლება იგივეს თქმა,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი.
დღეს დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრებიან. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიაც.