"კურიერმა" დაადგინა, რომ პოლიეთილენის ბოთლებით გარემოს დაბინძურების ფაქტი ბოლნისში მოხდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრის ასობით პლასტმასის ბოთლს მდინარეში რამდენიმე პირი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, პირები კი იდენტიფიცირებული.
ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია, რატომ გადაყარა წყალში ახალგაზრდა მამაკაცმა ბოთლები.
მიკროავტობუსის მეპატრონის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მეპატრონემ არაფერი იცოდა და მანქანა, უბრალოდ, მეგობრებს ათხოვა.