ამ წუთებში, ტერიტორიაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფებები "თბილისის პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე მივიდა.
ვაჟა სირაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.
ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის, ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი,"-განაცხადა ვაჟა სირაძემ.