20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ტერიტორიაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფებები "თბილისის პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, დიპლომატები გამოჩნდნენ

ტერიტორიაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფებები "თბილისის პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ დიპლომატები გამოჩნდნენ. ისინი ლგბტ თემს მხარდაჭერას უცხადებენ. 

"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ღონისძიებას ეყოლებოდა არა მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები სტუმრები, არამედ იქნებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატები.

ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. რამდენიმე წუთის წინ, აქტივისტების გარკვეული ჯგუფი წამოვიდა მსვლელობით ტერიტორიისკენ და მათ გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. პოლიციამ დაიწყო მათი გადაყვანა გზის სავალი ნაწილიდან, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობენ, იმ კლუბის შესასვლელისკენ, სადაც დახურული კინოჩვენება უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ 7 საათზე "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება - დახურული კინოჩვენება უნდა გაიმართოს.

დღის ამბები