პირველად ისტორიაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას 2 ივლისს პრეტორიაში, ზუსტად ერთ კვირაში კი იოჰანესბურგში დაუპირისპირდებიან.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შეხვდება. კიდევ ერთი ფაქტი - საქართველოს სარაგბო ნაკრები ივლისში გასამართ ტესტ-მატჩებს, მათ შორის, ხვალინდელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი ფორმით ჩაატარებს. ამით ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მხარდაჭერას უცხადებენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი