სტუმრების ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც კლუბ "ხიდში" იყვნენ შეკრებილები დახურულ კინოჩვენებაზე, უკვე დატოვეს. მათ შორის იყვნენ დიპლომატები.
სტუმრებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური დერეფანი გაუკეთეს, რის საშუალებითაც ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვეს.
"თბილისი პრაიდის“ მოწვეული სტუმრები ტერიტორიას სპეციალური მიკროავტობუსების საშუალებით ტოვებენ.
ცოტა ხნის ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. ჰომოფობიურად განწყობილმა პირებმა კვლავ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. მათ კლუბიდან გამოსულთა მისამართით ბოთლები და სხვა მყარი საგნები ისროლეს. დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.