20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
"ქრისტე თვითონ იყო ყველაზე დიდი ლიბერალი... რეალურად, ვისი უნდა გეშინოდეს? - მოძალადის" - თეონა დოლენჯაშვილი

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში "თბილისი პრაიდის" ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი მოსაზრებით, ამ შემთხვევაში, რადიკალური დაჯგუფებები გააკონტროლებენ ყველაფერს და, შესაძლოა, ფუნდამენტურ ღირებულებებსაც შეექმნას საფრთხე. 

"ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც სიძულვილის ენით საუბრობენ, რომლებსაც შეუძლიათ ყველაზე ქრისტიანული ატრიბუტიკაც, რომელიც ყველაზე შემწყნარებლური და ლიბერალურია, ქრისტე თვითონ იყო ყველაზე დიდი ლიბერალი, იგივე, ჯვარი გამოიყენონ იმისთვის, რომ ადამიანი მართლა ჯვარზე გააკრან, ვფიქრობდი, რომ იქნებ ახალი ძალადობის საფრთხის გამო, არ ჩატარდეს, მართლა შემეშინდა, როგორც მოქალაქეს, შვილების დედას. ისინიც იმაზე საუბრობენ, რომ ეს გარყვნილები შვილებს წაგვიბილწავენ, რეალურად, ვისი უნდა გეშინოდეს - მოძალადის. ვფიქრობდი ამაზე, რომ ამ შემთხვევაში, ეს ძალა, ეს ბნელი მასა, აუცილებლად გააკონტროლებს ყველაფერს, აუცილებლად დაგვახევინებს უკან ყველაფერზე, ყველა პროგრესულზე, ნათელზე, ადამიანის უფლებათა დაცვა, ყველა ღირებულება უკან უნდა წავიდეს,"-განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა. 

დღის ამბები