20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ვაკე, საბურთალო, გლდანი, დიდუბე, სამგორი - თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას GWP ავრცელებს.

წყალმომარაგება შეეზღუდება განცხადებაში მითითებულ ქუჩებს: 

"გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებში, ნეკრესის 1 შეს. N 2 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 02/07 00:10-დან 02/07 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მუხიანის აგარაკებს.

ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქ N3 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 05:30-დან 20:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: სანდრო ეულის (ანჯაფარიძის )  ქუჩას.  წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 02/07-ის 02:00-მდე.

დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩის N 12 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 01/07 20:00-დან 02/07 04:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა მირცხულავას ქუჩას.

მთაწმინდის რაიონში, წავკისი კოჯრის მაგისტრალზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეუწყდათ 01/07ის 19:30-დან 02/07-ის 08:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; დაბა კოჯორს, სამადლოს, სოფ. ბეთანიას, დაბა კიკეთს და სოფ.დიდებას.

სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ერეკლე მე-2 ქ. სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 01/07 18:00-დან 02/07 06:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა:

თეთრი ხევის დასახლებას, ვარკეთილის მეურნეობას, წინუბანს, ნასაგურს, დიდ ლილოს და "ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა)." 

დღის ამბები