20 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა, სეტყვა და სიცხეა მოსალოდნელი - ამინდი რეგიონების მიხედვით

5 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივლისს შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

4 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 5 ივლისს კი უმეტეს რაიონში იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.

4-5 ივლისს თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი. კვირას კი შესაძლოა ტემპერატურამ +38 გრადუსსაც მიაღწიოს.

დღის ამბები