20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
თბილისის დიდ ნაწილს 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის დიდ ნაწილს 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია "თელმიკოს" ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო, დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეეზღუდება: ყიფიანის, ფოთის, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ცაბაძის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ზურაბ ავალიშვილის და აბესაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, ყიფიანის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, მაჩაბელის, დადიანის, აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ამაღლების, იაშვილის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის და გიორგი ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სერგი სურგულაძის, ნიშნიანიძის და გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები