26 წლის დავით ჭიპაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას რბილი ქსოვილის ავთვისებიანი სარკომის ფართომასშტაბიანი რეზექციისთვის თურქეთში გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 85 000 ამერიკული დოლარია.
თანხის შესაგროვებლად მცირე დროა, ოპერაცია დღეში უნდა გაკეთდეს. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ.
საქართველოს ბანკი: GE11BG0000000162629357.
თბს ბანკი: GE02TB7285736515100024.
მიმღები: სალომე სვიანაძე.
"#გადაარჩინე #ჭიპა ყველაზე პოზიტიური, ღიმილა ადამიანი - დავით ჭიპაშვილი, ზოგისთვის ცნობილი, როგორც დათო ჭიპა დღეს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩვენი მხარში დგომა სჭირდება. თავიდან დათოს სარკომას ებრძოდნენ პოზიტიური მიდგომით, შიდა ძალების მობილიზებით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს მისთვის აუცილებელია თქვენი თანადგომაც. რბილი ქსოვილის ავთვისებიანი მესამე სტადიის სარკომის ფართომასშტაბიანი რეზექციისთვის, თურქეთში - Acibadem -ის კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად საჭიროა 85,000$ აღმოჩნდა, რომ თანხის შესაგროვებლად არც ისე ბევრი დროა. ამჟამად დათო იტარებს სხივურ თერაპიას, 20 დღის შემდეგ კი საჭირო იქნება ოპერაციის გაკეთება. ერთად შევძლოთ, რომ დათო დაუბრუნდეს თავის პოზიტივით სავსე ცხოვრებას. თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია".