პირველი და მეორე ვაქცინა უნდა იყოს ერთი და იგივე - პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ასახელებს ვაქცინებს, თუ რომელი უნდა იქნეს გამოყენებული ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში.
"პირველი და მეორე ვაქცინა უნდა იყოს ერთი და იგივე, თუ ცვლით, მაშინ უნდა გაიკეთოთ Pfizer ან Moderna, სხვა ვაქცინები არ განიხილება. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მაღალეფექტური ვაქცინა არის Pfizer-ი ან Moderna, დანარჩენი ყველა ვაქცინები არიან დაბალეფექტური ვაქცინები და შესაბამისად, თუ თქვენ ცვლით, უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინა," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში.