20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"არაჩვეულებრივი ქართველი" - სკანდალური სპექტაკლი მოსკოვში, რის გამოც ვლადიმერ პუტინს სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებას სთხოვენ

მოსკოვის გორკის სახელობის თეატრის პრეზიდენტმა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ტატიანა დორონინამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა წერილით და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ედუარდ ბოიაკოვის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ RBC იუწყება.

"ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვდევნოთ მოვაჭრეები ჩვენი თეატრიდან. თუ ამჟამინდელი არაპროფესიონალი და უღიმღამო სამხატვრო ხელმძღვანელი დარჩება თეატრში, როგორც რეჟისორი, აღარ დარჩება მოგონებები ჩვენი გორკის მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან... ყველაფერს შთანთქავს ხულიგნური, გარყვნილი ვულგარული გასართობი ჯიში და ცირკის შოუ," - ნათქვამია დორონინას წერილში.

დორონინამ თქვა, რომ ნიჭიერი მხატვრები "გააძევეს" თეატრიდან, ხოლო რეპერტუარი დეკორაციებთან ერთად "თითქმის განადგურდა".

მოსკოვის თეატრის პრესსამსახურმა საპასუხოდ თქვა, რომ ტატიანა დორონინა არ ჩნდება თეატრში და არც ერთი პრემიერა არ უნახავს.

"არ ვიცით, ვინ და რას ეუბნება არტისტს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ადამიანთა გარკვეული წრე მანიპულირებს 87 წლის ტატიანა ვასილიევნათი, საკუთარი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე," - აღნიშნეს თეატრის პრესსამსახურში.

სპექტაკლმა კრიტიკა იოსებ სტალინის საკამათო პერსონის გამო დაიმსახურა, რომელიც არც გმირად იყო წარმოჩენილი და არც რეპრესიული სისტემის ავტორად, თუმცა მთავარი აჟიოტაჟი მოჰყვა მსახიობ ოლგა ბუზოვას მიერ განსახიერებულ როლს, რომელიც რუსი არტისტების ნაწილმა მასკულუტურაზე გათვლილ არაპროფესიონალიზმად შეაფასა. კრიტიკოსებს შორის არიან რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მომღერალი პოლინა გაგარინა, წამყვანი ელენა ლეტუჩაია და მრავალი სხვა. მედიამ, ასევე, გაარკვია ბუზოვას ჰონორარის ოდენობა - ორ სპექტაკლში მონაწილეობისთვის მსახიობი თითქმის 500 ათას რუბლს მიიღებს.

სპექტაკლი "მშვენიერი ქართველი" მნახველებს ახალგაზრდა იოსებ სტალინის შესახებ მოუთხრობს. სპექტაკლში საუბარია პარტიის მიერ ბათუმში მისიით გაგზავნილ ახალგაზრდა რევოლუციონერზე, რომელიც ნამდვილ სათავგადასავლო დეტექტივად გადაიქცევა... სპექტაკლი მთავარ საიდუმლოდ ისევ სტალინის საიდუმლო რჩება. ოლგა ბუზოვა კაბარეს მომღერლისა და ჯაშუშის - ბელა შანტალის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლს მოჰყვა რუსულ თეატრალურ საზოგადოებაში დიდი სკანდალი.

სპექტაკლში ახალგაზრდა იოსებ სტალინის როლს ქართველი მსახიობი გიორგი იობაძე ასრულებს.

 

დღის ამბები