20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
განაცხადების მიღება დაწყებულია - ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 6 ივლისამდე უნდა შეიტანონ  

ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 6 ივლისამდე უნდა შეიტანონ. კანდიდატთა შესარჩევი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა.

ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს ღია კონკურსის წესით სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.

ვადებთან ერთად კანონში გაწერილია მოთხოვნებიც – 25 წელს ზემოთ, უპარტიო მოქალაქე, შესაბამისი პროფესიული გამოცდილებით. თუმცა, კონკურსში გამარჯვებისთვის ეს, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. კომისიის წევრთა ნაწილი შერჩევისას დამატებითი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილების მიმღებთა ნაწილი კომისიის შემადგენლობას სრულად არ იცნობს. საუბარია აკადემიური სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომელთა კვოტა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ერთით მეტია. ოპოზიცია, შემადგენლობასთან ერთად, ყურადღებას კომისიის მუშაობის პროცესზე ამახვილებს.

თუ ოპოზიციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა პროცესში მეტ ნდობას იმსახურებს, უმრავლესობისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ის, შესაძლოა, დამატებითი ბარიერი გახდეს.

თავმჯდომარის გარდა, ცესკოში ორი პროფესიული წევრის თანამდებობაცაა ვაკანტური, ამ პოზიციებზე სპეციალურმა კომისიამ პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურა უნდა შესთავაზოს, რომლებიც, საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე მცდელობის შემდეგ კანდიდატები ოპოზიციის და უმრავლესობის საერთო ხმებს ვერ მოაგროვებენ, ის მარტივი უმრავლესობით, 76 ხმით აირჩევა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარეს არა 5-წლიანი, არამედ 6-თვიანი ლეგიტიმაცია ექნება. 

დღის ამბები