20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
როგორ გადავარჩინოთ ტყე ხანძარს - "სამოქალაქო უსაფრთხოება 2021-ის" ფარგლებში ხანძრის ქრობის იმიტირებული პროცესი ჩატარდა

როგორ გადავარჩინოთ ტყე ხანძარს - "სამოქალაქო უსაფრთხოება 2021-ის" ფარგლებში ხანძრის ქრობის იმიტირებული პროცესი ჩატარდა. სოფელ გორანას ტყეში ხელოვნურად გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში 180-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად 150 სამხედრო მოსამსახურეც იყო ჩართული. სცენარის მიხედვით, მათ ხანძართან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან გამკლავება მოუხდათ, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხოების ზოლის მოწყობა, დაშავებულთა ევაკუაცია და გამშვები პუნქტის მოწყობა. 

ერთობლივი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ და ეროვნულმა გვარდიამ დღეს პირველად ჩაატარა. მათი განმარტებით, სწავლების მიზანი სწორედ კოორდინირებული მუშაობა იყო.

ფუნქციების სწორი განაწილება, ოპერაციების ერთობლივი დაგეგმვა და კოორდინაციის სრულყოფა კრიზისული სიტუაციების დროს რომ მნიშვნელოვანია, ამას ძალოვანი უწყების თანამშრომლებიც უსვამენ ხაზს.

სწავლება "სამოქალაქო უსაფრთხოება 2021" რეგულარულ ხასიათს მიიღებს. წვრთნები, განსხვავებული სცენარით, სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.

დღის ამბები