20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს მაგალითზე, ჩინური და ევროპული ვაქცინები ინფიცირებისგან თითქმის ერთნაირად იცავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძეს განცხადებით, საქართველოში სამივე ვაქცინით აცრილთა შორის COVID-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ძალიან მცირეა - ამის შესახებ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"გეტყვით ერთს, ჯერჯერობით, რაც გვაქვს საქართველოში მონაცემები, დაახლოებით ერთნაირად არის სულ ყველა ვაქცინით, ორჯერ აცრილებზეა საუბარი, დაახლოებით 0.3-0.4%, ვინც მაინც გახდა ავად ორჯერ აცრილებში. ეს არის ძალიან მიზერული ციფრი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ 266 161 პირია აცრილი.

დღის ამბები