ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და პოლიციელსაც და მამა-შვილსაც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
29 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება. პოლიციელს ბრალი იარაღის უკანონო გადაცემის ფაქტზე წაუყენეს. ასაკოვან კაცს განზრახ მკვლელობას, შვილს კი მტკიცებულების განადგურებას ედავებიან.