20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა   

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა, ინფორმაცია  "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ვლადიმერ ბორცვაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

დღის ამბები