19 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელსა და მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და პოლიციელსაც და მამა-შვილსაც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

29 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს, გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება. ადვოკატების თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები