ჯანდაცვაში, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალის შეფერხებას განმარტავენ - როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.
სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.
"დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.