25 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
"ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს - ფინანსურმა კრიზისმა კლუბში სერიოზული პრობლემები შექმნა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს. ფინანსურმა კრიზისმა კლუბში სერიოზული პრობლემები შექმნა.

ფეხბურთელები, 4 ივლისს, ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში მონაწილოებაზე უარს აცხადებენ, რის გამოც "ტორპედო" მოედანზე მოზარდთა ნაკრებით გავა.

პროგნოზების გაკეთება უჭირს მთავარ მწვრთნელსაც, რომელიც კლუბში ახლახანს დაბრუნდა. შექმნილი ვითარების შესახებ ტორპედოს კაპიტანმა, ვაჟა ტაბატაძემ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ძარიამაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, რამდენიმე დღეში ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ.

პირველად არ ხდება, რომ ფინანსური კრიზისის გამო "ტორპედოს" მთავარი გუნდის ფეხბურთელები თამაშზე უარს აცხადებენ. ისინი 2019 წლის 21 ოქტომბერსაც გაიფიცნენ და მაშინაც თბილისის "საბურთალოსთან" მატჩის წინ.

"საბურთალოსა" და "ტორპედოს" მატჩი 4 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

 

დღის ამბები