გერმანული ბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მოემსახურება. ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 4 ივლისიდან გეგმავს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალს დაესწრებიან ეკონომიკის მინისტრი, ასევე, გერმანიის ელჩი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.