25 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
წაქცეული ხეები, გადახდილი სახურავები- სოხუმში სტიქია მძვინვარებს

აფხაზეთში ძლიერი წვიმა და ქარია. სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციით, სოხუმში ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც გზებზე გადაადგილება შეზღუდულია. 

სტიქიამ შენობებს სახურავები გადახადა, მათ შორის არის სასტუმრო "ინტერ სოხუმი". 

ოკუპირებულ აფხაზეთში, მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ ძლიერ ქარსა და წვიმას პროგნოზირებენ. 

დღის ამბები