რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა" და პარტია "ქართული იდეის" წარმომადგენლებმა კარვები გაშალეს.
ისინი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში, ხვალ, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმებას ითხოვენ.
რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან დარჩენას მთელი ღამის განმავლობასი გეგმავენ. ადგილზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილიც.
რუსთაველის მეტროსთან მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთხ "თბილისი პრაიდის" კვირეული 1 ივლისს გაიხსნა და ხვალ ღირსების მარშით დასრულდება.
დღეს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პოლიციას მოუწოდა რომ რომ შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ელჩი მიიჩნევს, რომ ისინი, ვისაც სურს მარშს ხელი ძალადობითა და სიძულვილით შეუშალოს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ.