თელავში, ფეხბურთის მატჩის დროს, 70 წლამდე გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თამაში ცოტა ხნის დაწყებული იყო, რა დროსაც მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე არსებულ სტადიონზე, თელავი-წყალტუბოს გუნდებს შორის შეჯიბრის დროს მოხდა.