სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა. გვიან ღამით შესაბამისმა სამსახურებმა შენობა დროებითი გადახურვით უზრუნველყვეს, მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მოხდება მათი საფუძვლიანი შეკეთება.
ძლიერი ქარის შედეგად, რაიონში მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. უხვმა ნალექმა დააზიანა სახნავ-სათესი მიწები და სავარგულებიც.
ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.