20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ქვეყანაში დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება

დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. COVID-19-ის საწინააღმდეგო Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ამცრელ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ემატება კაბინეტები და პერსონალი. მიმდინარე თვეს საქართველოში ეტაპობრივად ელოდებიან Pfizer-ის ვაქცინასაც.

მთავრობის გეგმის მიხედვით, 3 თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი აცრილი უნდა იყოს. წლის ბოლომდე კი, ვვარაუდობენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60% სრულად ვაქცინირებული იქნება.

პარალელურად, თითქმის ორ დღიანი შეფერხების შემდეგ დღის ბოლოს მოხერხდა აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალის აღდგენა. მასირებული კიბერშეტევის გამო გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები