საქართველოში ოპერირებას ავიაკომპანია Eurowings-ი იწყებს. გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით ფრენებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.
შესაძლოა ავიაკომპანიის თვითმფრინავებმა მალე თბილისის გარდა ევროპის მიმართულებით და პირიქით, ქუთაისიდანაც იფრინონ. Eurowings "ლუფთჰანზას" შვილობილი ავიაკომპანიაა.