22 ნოემბერი 2024,   21:08
ვრცლად
ისე უნდა გააშუქოთ, აგრესია არ გამოიწვიოთ, წყნარად იყავით - მთავარეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებლობას პრაიდს და მედიას აკისრებს

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებლობას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აკისრებს.

მეუფე იაკობი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ულტიმატუმის ენით საუბრობს.

"ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია პრაიდის ორგანიზატორები. უნდა გაეთვალისწინებინათ რა მოხდებოდა. ჟურნალისტებმაც ისე უნდა გააშუქოთ, რომ ხალხში აგრესია არ გამოიწვიოთ. ძალიან საწყენია ნებისმიერი აგრესია, მაგრამ ეს არის იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე "პასუხი", რასაც ლგბტქ თემი ახორციელებს. ჟურნალისტებსაც და აქციის ორგანიზტორებსაც მოგიწოდებთ, რომ იყოთ წყნარად.

ისე იყავით, რომ თავი შეაყვაროთ ხალხს. მე ვცემე ვინმე?," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ,მ რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა - "თბილისი" პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ "რუსთავი 2"-ის ოპერატორს.

ფიზიკური დაპირისპირებაა ადგილზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული. ჰომოფობიური ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორის. 

დღის ამბები