19 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
"ამოუცნობი მფრინავი ობიექტი" ინგლისის სანაპიროზე - ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა

"ამოუცნობი მფრინავი ობიექტი" ინგლისში, კონკრეტულად კი დევონში, 36 წლის მეთიუ ევანსმა დააფიქსირა.

დევონის ზღვის სანაპიროზე მფრინავი ობიექტი 10 წამით გამოჩნდა. ამბავს არაერთი ადამიანი შეესწრო. 

"ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან ზღვის ხედი შესანიშნავად ჩანს. ფანჯარას ვწმენდდი, როცა რაღაც უჩვეულო სინათლე შევნიშნე ჰაერში. მალევე გავაანალიზე, რომ თვითმფრინავი, უბრალოდ, ვერ იქნებოდა. ობიექტი ადგილიდან თითქმის არ იძვროდა. ტელეფონის ამოღება და ფოტოს გადაღება მოვასწარი," - განაცხადა თვითმხილველმა.

ამოუცნობ საჰაერო ფენომენად მოიხსენიებს ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო დროის მსგავს შემთხვევებს. აშშ-მ 25 ივნისს დაადასტურა, რომ მართლაც შეინიშნებოდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტების გადაადგილება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები