"თბილისი პრაიდმა" მარში გადადო, თუმცა აქციის მონაწილეები, ჯერჯერობით, არ იშლებიან. ქაშუეთის ეკლესიაში პარაკლისი გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. პარაკლისი მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა და მას ქორეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ.
მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, ეკლესიას და საზოგადოებას ყოველთვის ექნება საკუთარი პოზიცია, თუმცა თქვა, რომ დღეს იყო გარკვეული გადაცდომები.