20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
რამდენიმე დღეში ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +27, +32 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6 ივლისს +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში დღეს უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 6 ივლისიდან საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ივლისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი შედარებით აგრილდება.

დღის ამბები