20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
ტურისტს, რომელიც რადიკალურმა დაჯგუფებებმა საყურის ტარების გამო დაჭრეს, ოპერაცია გაუკეთეს- რას ამბობენ კლინიკაში მისი მდგომარეობის შესახებ

უცხოელი ტურისტი, რომელიც რადიკალური დაჯგუფების წევრებმა საყურის გამო დაჭრეს,  ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. 

როგორც "რუსთავი 2-ს" კლინიკაში განუცხადეს, ტურისტს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. ამის გამო მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკაში განმარტეს, ამ ეტაპზე ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. დანაშაული 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

​შეგახსენებთ, რომ დღეს რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ჩუღურეთის რაიონში ტურისტი იმის გამო დაჭრეს, რომ საყურე ეკეთა.

დღის ამბები