დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. ადგილზე იმყოფება რამდენიმე სასულიერო პირიც.
მანამდე კი, ძალადობრივი აქტის შემდეგ, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიის ეზოში იყვნენ შეკრებილები, სადაც პარაკლისი პატრიარქის თანამოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
ღვთისმსახურების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ ეკლესიის ეზოში შეკრებილებს მიმართა, ნაწილობრივ აღიარა, რომ მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმისას ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ დაგმო "თბილისი პრაიდის" აქტივობა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარაკლისის დასრულებამდე რჩებოდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები, ცოტა ხნის წინ კი მათ დაშლა დაიწყეს.