02 სექტემბერი 2026,   19:45
ვრცლად
სოლიდარობის აქცია ქუთაისში - თბილისში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ

სოლიდარობის აქცია ქუთაისში - თბილისში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.

"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ამ დევიზით ცენტრალურ მოედანზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

დღის ამბები