02 მაისი 2024,   19:30
ვრცლად
ტურისტის მდგომარეობა, რომელიც ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა გუშინ დაჭრეს, სტაბილურია

ტურისტის მდგომარეობა, რომელიც ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა დაჭრეს, სტაბილურია. ექიმის განცხადებით, მას გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილური იყო და მას მერე არ გაუარესებულა. 

პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს და გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მიზეზი საყურე გახდა. დაკავებულია ერთი პირი. 

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავის ოჯახის ვერსიით, მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება. დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები