16 მედიის 55-მდე წარმომადგენელი - გუშინდელი აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ორს, მათ შორის "პალიტრა ნიუსის" ოპერატორს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა - ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე პირველი არხის ოპერატორს დაზიანებული აქვს თვალები, მას ქიმიური ხსნარი შეასხეს.
დაშავებულებს შორის არიან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორებიც.
"კამერას დროშა ჩაარტყეს, მე რამდენიმე ადამიანი მირტყავდა, ბოლოს იმ ადგილს გავერიდე,"- აცხადებს ოპერატორი რომა ტარუღიშვილი.
ამასთან ალადაშვილის კლინიკაში კიდევ 2 დაშავებული პირი იმყოფება.
"ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას 2 პირი ვახტანგ ქარელი და გიორგი ნიკოლიშვილი განაგრძობს. შედარებით საყურადღებო კი ნიკოლიშვილის მდგომარეობაა, ვინაიდან მისი დიაგნოზია ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ის ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმალება,"- აცხადებს ექიმი-ნევროლოგი მზია თხელაძე.
ავტორი: სანდრო სანაია