მეხუთე დღეა ქუთაისში ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს. მოზარდი ამ ხნის მანძილზე ორჯერ დაუკავშირდა ოჯახს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
როგორც დედა აცხადებს, ბოლო კომუნიკაციის დროს შვილმა პოლიციას უთხრა, რომ ბათუმშია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე ვერ დაადგინეს. ეს მოზარდის გაუჩინარების უკვე მეოთხე შემთხვევაა.
არასრულწლოვანი გოგოს დედა პოლიციას უმოქმედობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ბავშვის დროულად მოძებნას მოითხოვს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ სამართალდამცველები.