გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე იმყოფება.
მისი შეფასებით, რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელებული გუშინდელი ძალადობა მართული პროცესი იყო.
"ეს ქვეყანა არ არის იმ ხალხის, ვინც გუშინ ბავშვებს, ქალებს სცემდა და ტურისტებს ჭრიდა, ეს ქვეყანა არის ბევრად უფრო ნორმალური ადამიანების.
ჩემი აზრით, რაც გუშინ ხდებოდა არის მართული პროცესი. ხელისუფლება, საპატრიარქო, კრიმინალური სამყარო არის ერთი სიმბიოზი.
სად ასწავლეს, რომ ბავშვის ცემა მოსულა ქუჩაში, ან ქალის ცემა, ან ტურისტის დაჭრა? მაგაზე დაფიქრდნენ. მეტი არაფერს არ ვურჩევდი იქით მყოფთ. თუ დაფიქრდებიან, შეიძლება აზრზე მოვიდნენ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "კურიერთან" საუბრისას.