ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯეს და დაწვეს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის დასრულდა. ტერიტორია დატოვეს "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც 5 ივნისის ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებდნენ.
რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან ძალადობრივი ჯგუფები და სამართალდამცველები.