სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს- ამ ლოზუნგით დღეს მთავრობის კანცელარიასთან "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" აქციას გამართავს.
ისინი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს გააპროტესტებენ.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.