20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და ის ვერ იქნება ვერც ევროპული ტრადიცია" - ეკა ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის წარდგენისას ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ გმობს ძალადობასა და ნებისმიერ აგრესიას. 

"მინდა საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო და ვთქვა, რომ მე ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ყველას ერთიანი მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა. თითოეული მსგავსი ქმედება კი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაშორებს.

მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ პრობლემატურ საკითხებზე და აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად. 

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და ის ვერ იქნება ვერც ევროპული ტრადიცია," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. 

 

 

დღის ამბები