20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
მოძალადე არავინ მინახავს, არ ვრთავ ხოლმე ეთერს, ცხოველთა სამყაროზე, ან ზღვის იმაზე ვრთავ ხოლმე, იქ მშვიდად არის სიტუაცია - ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ძალადობის კადრები არ უნახავს, რადგან საინფორმაციო გამოშვებებს არ უყურებს, თუმცა, მისი თქმით, თუ რომელიმე სასულიერო პირი ძალადობაში მონაწილეობდა, რჯულის კანონით დაისჯება.

"რაც მე არ ჩამიდენია და ჩვენებს არ ჩაუდენიათ, რა ვილაპარაკო. ან პატრიარქისგან, ან ჩემგან, ან ეპისკოპოსებისგან ეგ თუ მოისმინეთ... როდისმე ჩემგან მოგისმენია ეგ? ერთ რამეს გეუბნებით - ქრისტე არ იყო მოძალადე და ამიტომ ვერავინ ვიქნებით, ქრისტეს მიმდევრები, მოძალადეები.

დასჯაზე მე ნუ მელაპარაკებით, თუ ვინმეს რამე ეკუთვნის რჯულის კანონით, იმ რჯულის კანონით მიხედვით განხორციელდება, თავზე ხელს არავის გადაუსვამენ.

მე მოძალადე არავინ მინახავს, არ ვნახულობ ხოლმე, არ ვუყურებ ეთერს, ცხოველთა სამყაროზე, ან ზღვის იმაზე ვრთავ ხოლმე, იქ მშვიდად არის სიტუაცია," - აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი. 

დღის ამბები