ლგბტ ადამიანების უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
"ლგბტ უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ რამდენად ესმის საზოგადოებას მრავალფეროვნების და ადამიანის ღირსების. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს, ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას, ჩვენ ვახდენთ ინტეგრირებას," - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელის განცხადება უნგრეთში ლგბტ საკითხზე მიღებულ კანონს ეხება. საუბარია კანონზე, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო და რომელიც სკოლებში არასრულწლოვნებისთვის ლგბტ თემისა და სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს.