20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოებში კომპანია Georgian Water and Power არის ჩართული. 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით,  ეს კონკრეტული ქუჩა ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება.

"მთლიანად იცვლება საკანალიზაციო ქსელი, წყლის მილები, ასევე, შემოსულია გაზის კომპანია, სანიაღვრე სისტემების მოწყობა ხდება. ასევე, მოხდება არსებული ელექტროგადამცემი ხაზების, რომელიც ჰაერში არის გადმოკიდებული, მიწის ქვემოთ ჩატანა, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება ეს კონკრეტული ქუჩა," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები