20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"პირად საკითხზე ვხვდები. შეიძლება მიწის შესყიდვა დავაპიროთ და ამაზე ვარ მოსული“ - ეპისკოპოსი იაკობი არ ამბობს, ვის შეხვდა კანცელარიაში

მთავარეპისკოპოსი იაკობი მთავრობის კანცელარიაში იმყოფებოდა. ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი არ ამბობს ვის შეხვდა, თუმცა მისი განცხადებით მთავარი თემა იყო ახალი მიწის გადაცემა დაწესებულებისთვის.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია და სულ მალე პანსიონს ექნება ტერიტორია, სადაც ახალი ტიპის მცირე ზომის დაწესებულება აშენდება.

"პირად საკითხზე ვხვდები. შეიძლება მიწის შესყიდვა დავაპიროთ და ამაზე ვარ მოსული,“ - აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

 

დღის ამბები