გიგი უგულავას საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი ჩატარდა. დაიკითხა ბადრი გავაშელიშვილი, დაზარალებულად ცნობილმა ძიუდოისტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უგულავამ სცემა და მოჰყვა საკუთარი ვერსია - როგორ მოუქნია მუშტი უგულავამ, როგორ დაულურჯა თვალი, როგორ ცდილობდა მის მოგერიებას, შემდეგ როგორ წააქციეს, რა დროსაც უკვე პოლიცია გამოჩნდა. შემთხვევა აეროპორტში 2019 წელს მოხდა. თბილისის ყოფილ მერს ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული.
"საზოგადოებამ ნათლად ნახა სისტემისგან დაბეჩავებული, დეგრადირებული ადამიანი, რომელიც იძულებული იყო, ფიცის ქვეშ ტყუილები ელაპარაკა, საკუთარ თავმოყვარეობაზე, რომელიც საერთოდ არ გააჩნია, გადაებიჯებინა და ეთქვა სასამართლოსთვის, როგორ ვცემე მე მას. ეს არის, რას უშვება სისტემა ადამიანს,“ - აცხადებს გიგი უგულავა.