20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
"შეუსაბამოა, იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე, შეძახილებით "გაიძუყნებით ვირთხებო" - ჯგუფმა NEW ONE გიტარისტი გაუშვა

ქართულმა პოპ ბენდმა New One გიტარისტი ლევან შარაშიძე ბენდიდან გაუშვა. გიტარისტი 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე იმყოფებოდა და ამავდროულად, სოციალურ ქსელში ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებდა.

New One-ის განცხადებით, მათთვის მიუღებელია, ჯგუფის წევრი ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ მოუწოდებდეს.

"თავს ვთვლით ვალდებულად, გამოვეხმაუროთ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ იყო რიგითი ძალადობა, რასაც მივეჩვიეთ ბოლო დროის განმავლობაში - ეს იყო გაფორმება ძალადობრივი ჯგუფების თარეშის, რაც ძალიან საშიში მოვლენაა ქვეყნისთვის და საწინდარია სამოქალაქო დაპირისპირების.

ეს ყოველივე, ცხადია, მხოლოდ ჩვენს მტრებს აძლევთ ხელს.

სამწუხაროდ, ამავე მოვლენას დაემთხვა ჩვენი გიტარისტის, ლევან შარაშიძის ბენდიდან გაშვება, რომელთან წლები გვაკავშირებს. ეს, უბრალოდ, ბოლო აკორდი აღმოჩნდა მისი უპრინციპობის, რადგან მან თავის მუსიკალურ პრინციპებს და თავისივე ღირებულებებს დიდი ხანია უღალატა - მისივე თქმით, მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებების სიმცირეს არცერთი ჩვენგანი არ განვიცდით, ჩვენთვის გაუგებარ ფენომენად რჩება "ფულის გამო" უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს მუსიკას. ჯგუფის არცერთი წევრი არ იზიარებს მის პოზიციას.

გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ბოლო წერტილი დაუსვა ჩვენს ურთიერთობებს, არა მარტო ჩვენს მასთან, სავარაუდოდ, მის მუსიკალურ კარიერასაც, გარკვეულწილად. საჯარო სივრცეში ამ თემის განხილვაც მან თავად აირჩია! შეუსაბამოა, იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით "გაიძუყნებით ვირთხებო" და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს, გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ," - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები