20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"მდუმარე აქციაზე იყო, დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა" - მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილია და როგორც მისი ოჯახი და ადვოკატი ამბობენ, ის უსამართლოდ დააკავეს, რადგან მდუმარე სოლიდარობის აქციას ესწრებოდა და არანაირ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. 

"კარვები რომ დაარბიეს ამისი, ჩავიდა თბილისში. არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, უბრალოდ ბოთლებს და კვერცხებს რომ ისროდნენ, მოსახლეობის, საზოგადოების დაცვის მიზნით მივიდა, დახმარება გაუწით ხალხს, როგორ შეიძლება ასეთი რაღაცო და რაზე მოხდა შელაპარაკება არ ვიცი, ალბათ შეაგინეს,"-უთხრა "კურიერს" მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო (აიზა) მარგოშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცავებმა 100 პირი დააკვეს, აქედან 68 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.

დღის ამბები