20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
კაცებმა 16 წლის პირსინგიანი ბიჭი ჩაიყვანეს "სადგურის მოედანზე" და საქმეს ურჩევენ - ფეისბუკმომხმარებელი ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

ფეისბუკმომხმარებელი ნია ბეზარაშვილი სოციალურ ქსერლში წერს, რომ გარკვეული ჯგუფები განსხვავებული გარეგნობის თუ ჩაცმულობის ადამიანებზე ზეწოლას ახდენენ.

"იმ ხალხის გასაგონად ვინც კიდევ ამბობს, რომ ამ ქართველ პატრიოტთა აქცია რაღაცნაირად გასამართლებელია.

სამსახურიდან მოვდივარ ზუსტად 20 წუთის წინანდელი ამბავია.

მეტროში ვარ და მეტროში ამოდის 5 ღიპიანი, ქართველი მამაკაცი და საუბრობენ ძალიან ხმამაღლა რამოდენიმე დღის წინ დატრიალებულ ამბებზე.  ძალიან უხარიათ რომ მათი წყალობით მე და თქვენ ქართველობას ვინარჩუნებთ.

ამოდის ნაძალადევის გაჩერებაზე ბიჭი, მერე როგორც გავარკვიე იყო 16 წლის.

აცვია ჩვეულებრივად და აქვს რამოდენიმე პირსინგი წარბზე და ყურზე.

გავიდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ სადგურზე ეს ბიჭი ამ კაცებმა სულ ჩახუტებულ ხელ გადახვეული ჩაიყვანეს სადგურის მოედანზე. 

არ ვიცი მე რა უნდა მექნა, მაგრამ ჩავყევი.

დავინახე ეს ბიჭი როგორ მიყავთ ასე ჩახუტებული და საქმეს ურჩევენ ტკბილ ტკბილად. შემეშინდა და მივვარდი. ვითომ ჩემი მეგობარი იყო და ველოდებოდი. ერთ ერთი კაცი გამოიწია და მეუბნება ნუ დარდობ უნდა ველაპარაკოთ და საღამოთი დაგირეკავსო.

რას ნიშნავს ელაპარაკოთ და დამირეკავს? ამ ბიჭს სახეზე არც ფერი ედო თან აშკარად არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მივედი მოვკიდე ხელი და ძალიან გვეჩქარება-თქო და არ ვიცი როგორ მაგრამ გამოვგლიჯე. ეს კაცებიც წამოგვყვნენ, ცოტა ხანი გველოდებოდნენ სანამ მეტროში ჩავსხდებოდით, შემდეგ კი რომ დაინახეს რომ არ მივდიოდით წავიდნენ.

როცა ცალკე დარჩა ვკითხე რა გითხრეს თქო და ვიღაც თავის ძმაკაცთან მიყავდათ სალაპარაკოდ. ბიჭი იყო აკანკალებული," - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

დღის ამბები